Monday, December 9, 2013

მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ!

მათ ჩვენი თანადგომა სჭრიდებათ


 სათაური  „მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ“
შესავალი  
ეროვნული სასწავლო გეგმით დამრიგებლის მუშაობის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში, ის უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოების და სახლემწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში, ამიტომაც განვახორციელე ეს პროექტი  ჩემ სადამრიგებლო კლასთან.
ამ პროქტის იდეა „მოყვასის დახმარება“ თავად მოსწავლეებისაგან დაიბადა, მათ გადაწყვიტეს გამოეხატათ ემპათია და დახმარება გაეწით ბავშვებისათვის, თანატოლებისთვის, რომლებიც სიმსიმვნით არიან დაავადებულნი. საკუთარი შესაძლებლობებით დაემზადებინათ ხელნაკეთი ნივთები, მოეწყოთ გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხა გადაერიცხათ „ბერი ანდრიას სახელობის ფონდში“. ამ პროექტმა გამოიწვია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, იყვნენ ეს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები,  მოწვეული სტუმრები თუ უბრალოდ ქუჩაში გამვლელი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ღვთისათვის სათნო საქმეში.
პროცესის მოკლე აღწერა  
თბილისის #166 საჯარო სკოლის VII4 კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ორიგამის, ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთების ტრადიციული იაპონური ხელოვნების, მეშვეობით მცირე სუვენირების დამზადება, გულსაბნევების, თმის სამაგრების, მძივების, სამაჯურების გაკეთება და ამ ხელნაკეთი ნივთებით გამოფენა-გაყიდვის მოწყობა. მათ მიერ ორგანიზებული პროექტი რამდენიმე ეტაპად იყოფა. 2012 წლის 10 მაისს, პროექტის პირველ ეტაპზე,  ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, მოსწავლეებმა შეიძინეს საჭირო მასალები და შეუდგენენ ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. მეორე ეტაპზე, 2012 წლის 21,22,23 მაისს, სამი დღის განმვალობაში  მოსწავლეებმა სკოლის ფოიეში მოაწყვეს  საკუთარი ხელნაკეთი  ნივთების  გამოფენა-გაყიდვა. შემაჯამებელ-მესამე ეტაპზე, 2012 წლის 2 ივნისს  VII4 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს,  სიმბოლურად გადასცეს  ხელნაკეთი საჩუქრები და გამოფენა-გაყიდვისას შემოსული თანხის  ქვითარი, რომელიც „ბერი ანდრიას ფონდი“ს სახელზე იყო გადარიცხული.

შედეგი ამ პროექტის მიმდინარეობის მანძილზე VII4 კლასის მოსწავლეები ერთ გუნდად გაერთიანდნენ, ისწავლეს ერთად მუშაობის წარმართვა, ერთმანეთის აზრის გაზიარება, სამუშაოს თანაბრად გადანაწილება, ურთიერთპატივისცემა, ბავშვები მეტად დაუმეგობრდნენ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს. დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია ემპათია, დააფასეს ის ყურადეღბა და სითბო, რასაც მათ მიმართ ყოველდღიურად ამჟღავნებს ოჯახი და სკოლა. ასევე ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა მშობლებთან თანამშრომლობის კუთხით, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის ყველა ეტაპზე და გვერდში ედგნენ ბავშვებს. მოხდა ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება სკოლის ყველა პედაგოგის, მოსწავლის და მშობლის.  
დასკვნა  მნიშვნელოვნად მიმჩნდა, ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებში იმ პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება-გაღვივება, რომლებზეც პროექტის შედეგშია საუბარი, მათთან თანამშრომლობა, მათთვის თანადგომისა და დახმარების გაწევა, რადგან ყოველივე ეს ვფიქრობ, წარუშლელ კვალს დატოვებს მათი მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესში.
გამოყენებული ლიტერატურა:  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016;  
ამ პროექტი კლიპის ნახვა შეგიძლიათ ამ მისამართზე
 https://www.youtube.com/watch?v=byb7vpvh0Xw


1 comment:

  1. Good morning, how are you?

    My name is Emilio, I am a Spanish boy and I live in a town near to Madrid. I am a very interested person in knowing things so different as the culture, the way of life of the inhabitants of our planet, the fauna, the flora, and the landscapes of all the countries of the world etc. in summary, I am a person that enjoys traveling, learning and respecting people's diversity from all over the world.

    I would love to travel and meet in person all the aspects above mentioned, but unfortunately as this is very expensive and my purchasing power is quite small, so I devised a way to travel with the imagination in every corner of our planet. A few years ago I started a collection of used stamps because trough them, you can see pictures about fauna, flora, monuments, landscapes etc. from all the countries. As every day is more and more difficult to get stamps, some years ago I started a new collection in order to get traditional letters addressed to me in which my goal was to get at least 1 letter from each country in the world. This modest goal is feasible to reach in the most part of countries, but unfortunately, it is impossible to achieve in other various territories for several reasons, either because they are very small countries with very few population, either because they are countries at war, either because they are countries with extreme poverty or because for whatever reason the postal system is not functioning properly.

    For all this, I would ask you one small favor:
    Would you be so kind as to send me a letter by traditional mail from Georgia? I understand perfectly that you think that your blog is not the appropriate place to ask this, and even, is very probably that you ignore my letter, but I would call your attention to the difficulty involved in getting a letter from that country, and also I don’t know anyone neither where to write in Georgia in order to increase my collection. a letter for me is like a little souvenir, like if I have had visited that territory with my imagination and at same time, the arrival of the letters from a country is a sign of peace and normality and an original way to promote a country in the world. My postal address is the following one:

    Emilio Fernandez Esteban
    Avenida Juan de la Cierva, 44
    28902 Getafe (Madrid)
    Spain

    If you wish, you can visit my blog www.cartasenmibuzon.blogspot.com where you can see the pictures of all the letters that I have received from whole World.

    Finally, I would like to thank the attention given to this letter, and whether you can help me or not, I send my best wishes for peace, health and happiness for you, your family and all your dear beings.

    Yours Sincerely

    Emilio Fernandez

    ReplyDelete