მათ ჩვენი თანადგომა სჭრიდებათ
სათაური
„მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ“
შესავალი
ეროვნული სასწავლო
გეგმით დამრიგებლის მუშაობის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს პიროვნული, ზნეობრივი,
გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში, ის უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე
დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოების და სახლემწიფოს
წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში, ამიტომაც განვახორციელე ეს პროექტი
ჩემ სადამრიგებლო კლასთან.
ამ
პროქტის იდეა „მოყვასის დახმარება“ თავად მოსწავლეებისაგან დაიბადა, მათ გადაწყვიტეს
გამოეხატათ ემპათია და დახმარება გაეწით ბავშვებისათვის, თანატოლებისთვის, რომლებიც
სიმსიმვნით არიან დაავადებულნი. საკუთარი შესაძლებლობებით დაემზადებინათ ხელნაკეთი
ნივთები, მოეწყოთ გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხა გადაერიცხათ „ბერი ანდრიას სახელობის
ფონდში“. ამ პროექტმა გამოიწვია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, იყვნენ ეს სკოლის
მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, მოწვეული
სტუმრები თუ უბრალოდ ქუჩაში გამვლელი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს
ამ ღვთისათვის სათნო საქმეში.
პროცესის მოკლე
აღწერა
თბილისის
#166 საჯარო სკოლის VII4 კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ორიგამის, ქაღალდისაგან
სხვადასხვა ფიგურების გაკეთების ტრადიციული იაპონური ხელოვნების, მეშვეობით მცირე სუვენირების
დამზადება, გულსაბნევების, თმის სამაგრების, მძივების, სამაჯურების გაკეთება და ამ
ხელნაკეთი ნივთებით გამოფენა-გაყიდვის მოწყობა. მათ მიერ ორგანიზებული პროექტი რამდენიმე
ეტაპად იყოფა. 2012 წლის 10 მაისს, პროექტის პირველ ეტაპზე, ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, მოსწავლეებმა
შეიძინეს საჭირო მასალები და შეუდგენენ ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. მეორე ეტაპზე,
2012 წლის 21,22,23 მაისს, სამი დღის განმვალობაში მოსწავლეებმა სკოლის ფოიეში მოაწყვეს საკუთარი ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა-გაყიდვა. შემაჯამებელ-მესამე ეტაპზე, 2012 წლის 2 ივნისს VII4 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ სიმსივნით
დაავადებულ ბავშვებს, სიმბოლურად გადასცეს ხელნაკეთი საჩუქრები და გამოფენა-გაყიდვისას შემოსული
თანხის ქვითარი, რომელიც „ბერი ანდრიას ფონდი“ს
სახელზე იყო გადარიცხული.
შედეგი
ამ პროექტის მიმდინარეობის მანძილზე VII4 კლასის მოსწავლეები ერთ გუნდად გაერთიანდნენ, ისწავლეს ერთად მუშაობის წარმართვა, ერთმანეთის
აზრის გაზიარება, სამუშაოს თანაბრად გადანაწილება, ურთიერთპატივისცემა, ბავშვები მეტად
დაუმეგობრდნენ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს. დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია ემპათია,
დააფასეს ის ყურადეღბა და სითბო, რასაც მათ მიმართ ყოველდღიურად ამჟღავნებს ოჯახი და
სკოლა. ასევე ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა მშობლებთან თანამშრომლობის კუთხით, ისინი
აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის ყველა ეტაპზე და გვერდში ედგნენ ბავშვებს. მოხდა
ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება სკოლის ყველა პედაგოგის, მოსწავლის და მშობლის.
დასკვნა
მნიშვნელოვნად მიმჩნდა, ჩემი სადამრიგებლო
კლასის მოსწავლეებში იმ პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება-გაღვივება, რომლებზეც პროექტის
შედეგშია საუბარი, მათთან თანამშრომლობა, მათთვის თანადგომისა და დახმარების გაწევა,
რადგან ყოველივე ეს ვფიქრობ, წარუშლელ კვალს დატოვებს მათი მოქალაქეებად ჩამოყალიბების
პროცესში.
გამოყენებული ლიტერატურა: 1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016;
ამ პროექტი კლიპის ნახვა შეგიძლიათ ამ მისამართზე
https://www.youtube.com/watch?v=byb7vpvh0Xw